ავსტრიაში ძლიერი წყალდიდობაა

10 ივნისი 2024, 09:45 279 ნახვა

ავსტრიის რამდენიმე რაიონში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და სერიოზული ზიანი გამოიწვია. ავსტრიის სიდიდით მეორე შტატის შტირიის ქალაქ დოიჩფაისტრიცში დატბორილია ქუჩები და შენობები.  უებელბახში გზის ნაწილი წყალმა წაიღო.

სტიქიის გამო ამომრჩევლები ვერ მივიდნენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე  ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმის მისაცემად.

ავსტრიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტი ორშაბათს და სამშაბათს ისევ ძლიერ წვიმას პროგნოზირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი