ბელგიის პრემიერი არჩევნების შედეგების გამო გადადგა 

10 ივნისი 2024, 10:44 346 ნახვა

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბელგიის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ეს იყო განსაკუთრებით რთული დღე.

ბელგიაში ევროპარლამენტის არჩევნებზე მემარჯვენე ნაციონალისტურმა „ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა“ პირველი ადგილი დაიკავა.

ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შედეგების მიხედვით, ალიანსმა 22 პროცენტი მიიღო.

დე კროს ამჟამინდელი შვიდპარტიული მმართველი კოალიცია უმრავლესობის შენარჩუნებას უკვე  ვეღარ შეძლებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში