სარეიტინგო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

10 ივნისი 2024, 09:45 474 ნახვა

ბუდაპეშტში დასრულდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი. მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენმა ნაკრებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვა - ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო. ვიცე-ჩემპიონები აჭარის წარმომადგენლები - ლერი აბულაძე და გელა ბოლქვაძე გახდნენ, მესამეზე კი ნუგზარ წურწუმია და გიორგი მელია გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ჩვენებმა ორი მედალი - თითო ოქრო-ვერცხლი დაისაკუთრეს.

ერთადერთი ჩემპიონი ასევე აჭარის წარმომადგენელი ფრიდონ აბულაძე გახდა, ვერცხლი კი მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში ჯამში 6 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 - ბრინჯაო.

ამ შედეგით, რასაც არასაპრიზო ადგილებზე გასვლისთვის მიღებული ქულებიც დაემატა, ჩვენმა გუნდმა 137 ქულა დააგროვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა ირანის შემდეგ, მესამე ადგილი კი მასპინძელ უნგრეთს ერგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი