დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება ცვლილებები, რომლებიც პანდემიისას დასანქცირებული პირების ადმინისტრაციული სახდელისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული 1 893 პირი გათავისუფლდება.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან კი 10 ადამიანი გათავისუფლდება.