არჩევნები ევროპარლამენტში - 27 ქვეყანა 720 მანდატს ინაწილებს და მომავალი ხუთი წლის მანძილზე ევროპის საკანონმდებლო პროცესის მიმდინარეობას წყვეტს.
პროცესი ხუთშაბათს დაიწყო და დღეს 11 საათზე დასრულდება, პირველადი შედეგებიც მალე გახდება ცნობილი.
ამ არჩევნებზე წინასგან განსხვავებით ახალი ისაა, რომ მემარჯვენე ძალების რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოში საგრძნობლად მოიმატებს.