ევროპარლამენტის არჩევნები

09 ივნისი 2024, 17:09 340 ნახვა

რამდენიმე საათი დარჩა ვიდრე ევროპელი ამომრჩევლები ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატს აირჩევენ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაახლოებით 361 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას და კენჭისყრა მას შემდეგ დასრულდება, როდესაც იტალიაში საარჩევნო უბნები დაიხურება.

საბოლოო შედეგი საარჩევნო პროცესის საბოლოო დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ამომრჩევლებმა საკუთარი ხმა გასულ დღეებში დააფიქსირეს.

მთავარ კითხვაზეც პასუხი, თუ რამდენ ხმას აიღებენ ულტრამემარჯვენეები და ნაციონალისტები, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი