მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

09 ივნისი 2024, 12:01 303 ნახვა

აჭარაში მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა   დაიწყო, ახალი სკების მისაღებად ფერმერებმა აგროსერევისცენტრს უნდა მიმართონ. მიმდინარე წელს  2 000-მდე სკის  თანადაფინანსებაა დაგეგმილი, რისთვისაც ბიუჯეტიდან  400 000 ლარია გაწერილი. 

მეფუტკრეები გვიყვებიან რომ ფუტკრის ოჯახები  ზაფხულში მთებში გადაჰყავთ, მომთაბარეობის, კლიმატის ცვლილების და გარემო ფაქტორების გამო თავს იჩენს სხვადასხვა დაავადება, რის გამოც აუცილებელია სკების ხშირი რეაბილიტაცია ან სრულად განახლება.

კვლევების მიხედვით, ქვეყანაში თაფლის ძირითადი წარმოება საოჯახო მეურნეობებზე მოდის, სასოფლო სამეურნეო საწარმოები კი საშუალოდ მთლიანი წარმოების 6 პროცენტს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი