ევროპარლამენტის არჩევნები

08 ივნისი 2024, 11:54 362 ნახვა

ევროკავშირის 27 ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა ოფიციალურად ნიდერლანდებში დაიწყო. წევრი ქვეყნების მოსახლეობა პარლამენტის 720 წევრს 6-9 ივნისს აირჩევს, საბოლოო შედეგებიც   არჩევნების ბოლო დღეს, საღამოს გამოქვეყნდება. 

ეგზიტპოლების მიხედვით კი, ნიდერლანდებში ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ, მსგავსი მონაცემებია საფრანგეთის შემთხვევაშიც, სადაც „იფსოსის“ კვლევებით ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს.

ოფიციალურად საფრანგეთში ხმის მიცემის პროცესი 9 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება, თუ ვინ იქნება ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი, ეს  16-19 ივლისს პირველ პლენარულ სესიაზე გახდება ცნობილი.  

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი