სწავლება - „გელათი 2024“ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის, 31-ე ქვეითი ბატალიონის “ალფა” ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება დაასრულა.
მიზანი ოპერაციის რაიონში მანევრის, ცეცხლისა და ძლიერი საინჟინრო ეფექტების ინტეგრირებით საკვანძო ადგილმდებარეობის შენარჩუნება იყო.