უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, კიევისა და პარიზის დელეგაციებმა უკრაინის აღდგენაზე მოლაპარაკებები გამართეს და გადაწყვიტეს, ახალი ინსტრუმენტები შეექმნათ აღნიშნული პროცესისთვის.
„გაფორმდა ხელშეკრულება 200 მილიონი ევროს ოდენობის ფონდის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია იმ საწარმოებისთვის, რომლებიც განახორციელებენ ინვესტიციას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. ჩვენ, ასევე, გადავწყვიტეთ, რომ ამ ფონდიდან 60 მილიონი ევრო დაეთმობა ენერგეტიკულ სექტორს და მის პრიორიტეტებს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.