დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში თავს დაესხნენ. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.
თავდასხმა ქალაქის ცენტრში, მოედანზე მოხდა. დანიის პრემიერთან მოქალაქე მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
როგორც პრემიერის ოფისში აცხადებენ, მეტე ფრედერიქსენი მომხდარით "შოკირებულია".