შემოვლითი   გზის მშენებლობა

30 მარტი 2017, 00:00 3485 ნახვა

ქობულეთის შემდეგ  შემოვლითი გზის მშენებლობა ბათუმშიც იწყება. პროექტის  ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.  სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-დან-2020 წლამდეა.  ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი