გაირკვა სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური წყვილები. ნახევარფინალში „იბერია 1999“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს. ორივე მატჩი 28 ივნისს გაიმართება.
„იბერია“- „დინამო თბილისის“ წყვილში გამარჯვებული ფინალში ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო დამარცხებულები. მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ, რადგან საპრიზო ფონდი ყველა მონაწილეზე გადანაწილდება.
ზედიზედ მეორე წელია, საქართველოში სუპერთასი ე.წ. ესპანური მოდელით თამაშდება, რომლის მიზანია, ევროთასებისთვის ქართული გუნდები უკეთ მოემზადონ.