ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

07 ივნისი 2024, 11:31 893 ნახვა

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ქობულეთის "ევექსის" ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ირკვევა მომხდარს წინ წარსულში არსებული კონფლიქტი უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში