ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა.
გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა პრორუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ აიღო.
თავდასხმის სამიზნე იყო ცენტრისტული მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ასევე ხერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე პარტია და პოპულისტური ულტრამემარჯვენე პარტია „ფორუმი დემოკრატიისთვის“.
ამ პარტიების ვებგვერდებს კიბერშეტევის შედეგად პრობლემები შეექმნათ. პოლიტიკურ პარტიებში მომხდარს არჩევნებზე თავდასხმა უწოდეს.