საქართველოს ნაკრები FC 24-ში დაამატეს

06 ივნისი 2024, 16:04 402 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორში, FC 24-ში, დაამატეს. FC 24-ს დაემატება გუნდების ეროვნული ჰიმნები, სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის შეიქმნა ტურნირის ოფიციალური ბურთი.

შეიცვალა სტადიონების ვიზუალები და დაიხვეწა ევროპული გრანდების სათამაშო ფორმები. თამაშში ასევე დაემატა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემტკივრების “ქომაგების” ტრიბუნაც. განახლება ყველა მომხმარებლისთვის უფასოა.

ყველაზე მაღალი შეფასება 85 ხვიჩა კვარაცხელიას აქვს. შემდეგ მოდის 81-იანი შეფასებით გიორგი მამარდაშვილი, ხოლო მესამე პოზიციაზე 74-იანი შეფასებით გიორგი მიქაუტაძეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი