ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნების ფარგლებში ოთხდღიანი კენჭისყრა დაიწყო. ჰოლანდიელი ნაციონალისტი გერტ ვილდერსი არჩევნებში გამარჯვებას ელოდება.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვებით, რომელიც კენჭისყრის წინა დღეს გამოქვეყნდა, ვილდესის ანტიიმიგრაციული თავისუფლების პარტია ლეიბორისტებსა და მწვანეებთან კავშირით პირველ ადგილზეა.
წინასწარი ვარაუდით, ორივე 8 მანდატს მიიღებს. წინა მოწვევის ევროპარლამენტში ვილდერსის პარტია ვერ მოხვდა.