სარკინიგზო ავარია ჩეხეთში

06 ივნისი 2024, 11:51 383 ნახვა

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამგზავრო მატარებლის ავარიას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. რეგიონის გუბერნატორმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ და ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო კომპანია მატარებელზე, რომელიც პრაღიდან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში მიემგზავრებოდა, 200-300 ადამიანი იმყოფებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში