ამერიკის მერილენდის შტატს ცხრა ტორნადომ გადაუარა. თვითმხილველები სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებენ. გეითერსბურგში ძლიერმა ქარიშხალმა მნიშვნელოვანი ნგრევა და დაზიანებები გამოიწვია, დაგლიჯა ხეები, რომლებიც ახლომდებარე სახლებსა და შენობებს დაეცა, ახადა სახლებს სახურავები.
ტორნადოს შედეგად ერთი რანჩოს სტილის სახლი დაინგრა, რომელშიც შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მონტგომერის ოლქის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსის დევიდ პაზოსის თქმით, ერთი ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.