ბათუმში ახალი დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობა იგეგმება. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია.
ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. ყინულის სასახლეს მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი დაემატა;
გარდა ამისა, მთავარი აუზის ზომა 33-ის ნაცვლად, 50 მეტრამდე გაიზრდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.