ქედის მუნიციპალიტეტმა ახალი ნაგავმზიდი შეიძინა. მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერით შეიძინა.
ნაგავმზიდისათვის 430 630 ლარი დაიხარჯა. iveco- ს მარკის ახალი ტექნიკა ქედის კომუნალურ სერვისს გადაეცა. უწყებაში ამბობენ, რომ ახალი ნაგავმზიდით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი.
ასევე მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მერია 40 - მდე ახალ ნაგავშემკრებ კონტეინერს შეიძენს.