ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას ისე, რომ აქაურობა ნამდვილად გახდეს ახდენილი ოცნების ქალაქი - თორნიკე რიჟვაძე

05 ივნისი 2024, 11:28 459 ნახვა

დაგეგმილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გექნებათ სკოლა, საბავშვო ბაღი, სარეკრეაციო სივრცეები, რომ ყველამ ღირსეულად იცხოვროთ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქში“ ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, დღეიდან 1000-ზე მეტი ადამიანი, 800-ზე მეტი ბავშვი ღირსეულ პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას და მშენებლობის პროექტი ისევ გაგრძელდება.

"ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ მშენებლობას ისე, რომ აქაურობა ნამდვილად გახდეს ახდენილი ოცნების ქალაქი. დაგეგმილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გექნებათ სკოლა, საბავშვო ბაღი, სარეკრეაციო სივრცეები, რომ ყველამ ღირსეულად იცხოვროთ, ღირსეულად იცხოვრონ ჩვენმა მოხუცებმა, ბავშვებმა და ზრდასრულებმა.

მე კარგად მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ თქვენ წინაშე ვიდექი და მოგეცით დაპირება, რომ ძალიან მალე ამ პრობლემას ჩვენ მოვაგვარებდით. ეს არის ის ხელწერა და ამოცანა, რომელიც 2012 წლიდან ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაგვისახა. დღეს მიხარია, რომ ეს პირობა შესრულებულია და ასევე მომავალშიც გაგრძელდება თითოეულ თქვენგანზე ზრუნვა. 21-ე საუკუნეში, იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, არც ერთ თქვენგანს არ დავტოვებდით იმ გაუსაძლის პირობებში, რომელშიც გიწევდათ წლების განმავლობაში ცხოვრება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი