ბათუმში "ოცნების ქალაქში" 582 ოჯახს ბინები გადაეცათ

05 ივნისი 2024, 11:05 471 ნახვა

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებ 582 ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ. ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროექტი გაგრძელდება და დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება.

მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის მიხედვით სამი თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდა. ბინების გადაცემამდე ოჯახების მდგომარეობა სპეციალურმა კომისამ შეისწავლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი