საქართველოს პარლამენტის მიერ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მიღებული კანონის აღსრულება აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე დაიწყეს. გასულ წელს მიღებული კანონი საჯარო დაწესებულებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნას ავალდებულებს. ოფიცერი უზრუნველყოფს თანამშრომლების ინფორმირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.