გურიაში მცხოვრები ვეტერან ფერმერთა მიერ წარმოებული თაფლი დააგემოვნეს დღეს ანასეულში. მათ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები, სპეცტანსაცმელი და სკები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო “TIKA” -სგან გადაეცათ.
პროექტი გურიაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სააგენტო “TIKA” -ს ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. დღეს პროექტის შედეგების გასაცნობად იმყოფებოდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და თურქეთის ელჩი. ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ამჯერად სააგენტო “TIKA”გურიის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის წევრებს დაეხმარა.
ასოციაცია 2022 წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი 155 ომის ვეტერანს აერთიანებს.