ორ კორეას შორის  დადებული სამხედრო შეთანხმება აღარ მოქმედებს

04 ივნისი 2024, 14:32 324 ნახვა

სამხრეთ კორეის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კორეაშორისი სამხედრო შეთანხმების მოქმედების შეჩერების შემდეგ განაახლებს ყველა სამხედრო აქტივობას სადემარკაციო ხაზის გასწვრივ, რომელიც ჰყოფს ორ კორეას და ჩრდილო-დასავლეთ კუნძულებს.

შეთანხმების შეჩერება, რომელიც პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა დღეს დაამტკიცა, არის პასუხი ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამხრეთ კორეაში ნაგვითა და ფეკალიებით სავსე 260 ბუშტი გაუშვა.

სამხედრო შეთანხმების თანახმად ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ სრულად შეწყვეტდა ყველა მტრულ ქმედებას ერთმანეთის წინააღმდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი