შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა

04 ივნისი 2024, 11:42 295 ნახვა

თბილისში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს. სამივე წარსულში ნასამართლევია. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ბაჩის“ მიმართა.

მეორე მხარემ თავის მხრივ, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოეწყო.

ბრალდებულებმა ე.წ.ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი