არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მწვანე სექტორის’’ წარმომადგენლების სახლთან გაკეთებული შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი წარწერები დღეს ახალგაზრდებმა გადაღებეს. მათი განცხადებით, ისინი ხელისუფლების დაშინების პოლიტიკას გმობენ.
მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი - არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სახლთან ამ შინაარსის წარწერები პარასკევს დილით დახვდათ. კახა გუჩმანიძის განცხადებით, ამ წარწერების უკან ხელისუფლებაა და მიზანი მათი დაშინების მცდელობაა. კანონის წინააღმდეგ ბრძოლასა და ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას ისევ აგრძელებს