მარნეულში, უეფას მეორე კატეგორიის ახალი სტადიონი აშენდა. მოედანი ადაპტიორებულია შშმ პირებისთვის და შესაძლებელია სხვადასხვა ახალგაზრდული მათ შორის საერთაშორისო შეხვედრების ჩატარება.
სტადიონის გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუიფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისაუბრეს სპორტის სფეროში არსებულ მიღწევებსა და ამავე დარგში განხორციელებულ პროექტებზე.