მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

03 ივნისი 2024, 17:02 408 ნახვა

მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელიც 2 000 გულშემატკივარზეა გათვლილი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფა-ს სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აუცილებელ ყველა სივრცეს.

"სტადიონი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.2 მილიონი ლარით დაფინანსდა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი