ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ბათუმში დღეს იმართება. ღონისძიებები ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დილიდან დაიწყო ბათუმის ცენტრალურ პარკში.
ბათუმის კულტურის ცენტრში განმარტავენ, რომ პატარების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მოეწყობა გამოფენა გაყიდვა.
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 30-მდე სტუდიის 1 500-მდე აღსაზრდელი მონაწილეობს.