“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეები ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობით მივიდნენ.
შეკრებილი მოქალაქეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ პირებს თანადგომას უცხადებენ.
კონცერტი საქველმოქმედო ხასიათისაა. მისი მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარება, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლებაა.