ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ღონისძიებები გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების შვილები დაესწრნენ ღონისძიებას, რომელშიც საბავშვო მუსიკალური კონკურსის - „რანინას“ მომღერლები მონაწილეობდნენ. ბავშვების საზეიმო განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმაც, რომლებმაც კოსტიუმირებული წარმოდგენა გამართეს.
„ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სამხედროების შვილებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმაც უმასპინძლა და მათ საბავშვო სპექტაკლები წარუდგინა.
თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებისთვის ღონისძიებები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.