სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო.
ინციდენტი სამეგრელოში მოხდა, ვიტალი გეგუჩიას სახლთან, რომლის მაღაზიიდანაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 28 მაისს მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა.
კადრებში ჩანს, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.