"დახმარება" სესხის აღებაში და, მოტყუებით, უძრავი ქონების ვალდებულებით დატვირთვა - ბრალი წაუყენეს 4 პირს, რომლებმაც მოქალაქეების ასობით ათასი ლარი თაღლითურად მიისაკუთრეს.
აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 9 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 266 568 ლარს. ასევე დაზარალებულებმა დაკარგეს მათი უძრავი ქონებები. სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 მაისს დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.