ბავშვთა დაცვის დღის პროგრამა ქობულეთში

31 მაისი 2024, 17:45 1116 ნახვა

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქობულეთის ცენტრალური მოედანზე, პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი პროგრამები გაიმართება, რომელიც დღის 1-სთზე დაიწყება და საღამოს 9-სთ დასრულდება.

ბავშვთა დაცვის დღის ორგანიზებისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30-ათასი ლარია გამოყოფილი. აქვე გეტყვით  რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ბავშვთა დაცვის დღე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არ გაიმართება და ის მერიის წინ არსებულ ცენტრალურ მოედანზე გადმოინაცვლებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი