ჰამასი მზადაა საბოლოო შეთანხმებისთვის, თუ ისრაელი შეწყვეტს ომს

31 მაისი 2024, 09:50 399 ნახვა

ჰამასი აცხადებს, რომ მიმდინარე აგრესიის დროს არ აპირებს  მოლაპარაკებებში მონაწილეობას, მაგრამ მზად არის "საბოლოო შეთანხმებისთვის", მათ შორის მძევლებისა და ტყვეების გაცვლაზე, თუ ისრაელი  ომს შეაჩერებს. მოლაპარაკებები, რომელიც ეგვიპტისა და ყატარის შუამავლობით მიმდინარეობს, არაერთხელ შეჩერდა.

ჰამასის ბოლო განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელი აგრძელებს შეტევას ქალაქ რაფაჰზე, თავდასხმების შეჩერების შესახებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს და გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოწოდებების მიუხედავად.

„დღეს ჩვენ შუამავლებს ვაცნობეთ ჩვენი მკაფიო პოზიციის შესახებ, რომ თუ ოკუპაცია შეწყვეტს ომს და აგრესიას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ღაზაში, ჩვენი მზადყოფნაა მივაღწიოთ სრულ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველ გაცვლის შეთანხმებას“, - ნათქვამია ჰამასის განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში