საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2024 წლის 1 ივლისიდან, აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება. „ტექნიკური რეგლამენტი ავალდებულებს ყველა ფერმერს, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რათა არ მოხდეს საკვების აფლატოქსინით დაბინძურება.
აფლატოქსინი ობის სოკოებისაგან წარმოიქმნება. დაბინძურებული საკვების მიღებით, აფლატოქსინი ხვდება ცხოველის ორგანიზმში და გადადის რძეში, გარდაიქმნება ტოქსინად და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
ახალი რეგულაციის შესახებ ფერმერთა ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის აჭარაში. ცნობისთვის 2022 წელს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აფლატოქსინი გამოვლინდა რძის 9 ნიმუშში, 2023 წელს კი 14 ნიმუშში.