ქალაქ ვილნიუსის მერი, რემიგიუს შიმაშიუსი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ვილნიუსში ჩასულ ქართველებს ინგლისურ-ქართული ბანერით ხვდებიან.
"ახლოს, ვიდრე ოდესმე" , - ვკითხულობთ ქალაქში გაკრულ ბანერზე.
"გუშინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა და ქართველებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირში მოგზაურობა. მალე ვილნიუსის აეროპორტში ქუთაისიდან მგზავრები ჩამოვლენ, სადაც მათ სიურპრიზი ელით. საქართველო ისე ახლოს, როგორც არასდროს!" - წერს ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი.