პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად, 83 ხმით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აირჩია. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
რატი იონათამიშვილი საპროკურორო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის წარდგენილი. ეს ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა.