პალესტინის მხარდამჭერმა პროტესტმა იტალიაში სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა

29 მაისი 2024, 11:36 236 ნახვა

პროპალესტინელმა მომიტინგეებმა იტალიის  ქალაქ ბოლონიაში მთავარ რკინიგზის სადგურზე  საპროტესტო აქცია გამართეს და  ღაზაში ომის შეწყვეტა მოითხოვეს.

„პალესტინა იქნება თავისუფალი“ -სკანდირებდნენ მომიტინგეები და აფრიალებდნენ პალესტინის დროშებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროტესტმა რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა. 

საერთაშორისო მღელვარება 26 მაისს ისრაელის მიერ  ქალაქ რაფაჰის დასავლეთ რაიონში მდებარე კარვების ბანაკზე თავდასხმამ გამოიწვია. აფეთქებების შედეგად  დევნილთა კარვების ბანაკში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 45 ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში