ათობით ათასი სკოლის მოსწავლე სამხრეთ ბრაზილიაში ერთი თვეა უკვე რაც საკლასო ოთახებში ვერ შედის.
მიზეზი კატასტროფული წყალდიდობაა, რომლის შედეგად რამდენიმე სკოლა დაიტბორა და სხვები კი თავშესაფრად იქცა. რიო გრანდე-დო სულის შტატის 2 ათასზე მეტი საჯარო სკოლიდან თითქმის მეხუთედი დახურულია, სადაც 185 ათასი მოსწავლე სწავლობს.
აპრილის ბოლოს დაწყებული წვიმების შედეგად ბრაზილიის ყველაზე სამხრეთ შტატში, რიო გრანდე-დუ სულში, რამდენიმე მდინარე და ტბა რეკორდულ ნიშნულამდე ადიდდა. სტიქიამ იმსხვერპლა 169 ადამიანი, ხოლო 580 ათასზე მეტი იძულებული იყო საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.