აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვაში გაემგზავრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამით ბლინკენმა დაიწყო ევროპული ტურნე, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ნატო-ს მოკავშირეებსა და მეზობელ ქვეყნებში.
"კიშინიოვში მდივანი ბლინკენი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოლდოვაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრას.