საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კობახიძეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის რეფორმის და ქვეყნის განვითარებისთვის.