21 მოსამართლე უვადოდ გამწესდა, მათ შორის ერთი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა

27 მაისი 2024, 12:05 474 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ  უვადოდ დანიშნული 21  მოსამართლედან ერთ-ერთი მოსამართლე ლევან ყოლბაიაა. იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ 2021 წელს დაინიშნა.

უვადოდ გამწესების შემდეგ  კი ის სამოსამართლეო საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოში გააგრძელებს. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  უვადოდ გამწესებაზე  უარი უთხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს  კოტე ჭილაიას. ის  არაერთი   გახმაურებული საქმის მოსამართლეა.

კანონის თანახმად,  სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესდება, კონკურსის საფუძველზე.

ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი