დღეს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია“ გაიმართება. ოფიციალურ გახსნაზე კონფერენციაში მონაწილე სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიმართავენ. კონფერენციის გახსნამდე სასტუმროშო გაერთიანებული სამეფოს ჯარის, უელსის დედოფლის სამეფო პოლკის პარაშუტისტების მხტომელთა ჩვენება გაიმართება. მოგვიანებით კი კონფერენციის ფარგლებში პლენარული სესიები დაიწყება.