მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

27 მაისი 2024, 11:02 572 ნახვა

69 წლის ასაკში გარდაიცვალა ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე.

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე 1955 წელს ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და.

მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი ( „როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“ ), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული ( „12 განრისხებული მამაკაცი“ ), ლადო ( „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ ) და სხვ.  2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის – „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი