ევროპელი ლიდერების მილოცვა 

26 მაისი 2024, 17:11 442 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი და პარტნიორი ორგანიზაციები. 

მილოცვის წერილი გაავრცელა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გვერდმა. ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოში იტალიის ელჩმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ. ევროპულ გზაზე მხარდაჭერის გაგრძელებას უსვამს ხაზს სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო.

ნორვეგიის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთებასა და სიმტკიცის მიმართ. „დაე, დამოუკიდებლობის დღემ ყველას შეგვახსენოს თავისუფლებისა და დემოკრატიის მუდმივი ღირებულებები“ - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში. 

მილოცვების ტალღას შეუერთდა მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში აღნიშნავს იმას, რომ როდესაც მსოფლიო ხედავს მტკიცე ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, ძალისხმევა გამოხმაურებებს ჰპოვებს საზღვრებს გარეთ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი