სტიქია რეგიონებში - გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში ათეულობით ოჯახი დაზარალდა. ადიდებულია და ჯებირებიდან გადმოდის მდინარეები - ალაზანი, თურდოს ხევი, ჭიჭაყვი და სტორი. სტიქიაა ქვემო ქართლში - 15-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. თბილისში მდინარე ვერე ადიდდა.
წყლის ნაკადმა ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც მოქალაქე იმყოფებოდა. მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე და მისი ავტომობილი ტერიტორიიდან უკვე ამოიყვანეს.
ვერეს ხეობიდან ამოყვანილი მოქალაქე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარეებში წყლის დონე იკლებს.