დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები დაიწყო

26 მაისი 2024, 10:29 235 ნახვა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები დაიწყო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება თავისუფლების მოედნიდან დაიწყო, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ.

ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.

ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადებენ და ქართულ ჯარს შეუერთდებიან.

ამასთან, 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.

26 მაისს საზეიმო ღონისძიებები, თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება და საღამოს რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტით დასრულდება.

როგორც ცნობილია, 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები, თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება და საღამოს რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტითდასრულდება 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა - ამბავი საქართველოზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში